ევრობასკეტის მიმდინარე ჩემპიონატის ჩვენ ჯგუფში ბოლო ტურის წინ სიტუაცია ძალიან დაძაბულია.
შემდეგ ეტაპზე გასვლა უკვე გაინაღდეს საბერძნეთისა და იტალიის ნაკრებებმა, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი საქართველოს, ესპანეთის და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებები იბრძვიან.
ბოლო ტურში ჩვენი ნაკრები სწორედ ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება , ესპანეთის ნაკრები კი საბერძნეთს, თუ ბერძნები დაამარცხებენ ესპანელებს ჩვენ შემდეგ ეტაპზე წაგების შემთხვევაშიც გავალთ.
ჯგუფის ბოლო შეხვედრის წინ კარგი ინფორმაცია გავრცელდა ჩვენს ნაკრებში, როგორც ირკვევა გიორგი შერმადინმა ნაკრებიდან წასვლა გადაიფიქრა და ის ნოემბრის მატჩშებიც დაეხმარება საქართველოს.
გიორგი შერმადინის გამოცდილება მართლაც დიდი ფაქტორია გუნდისთვის, ეს მიმდინარე ჩემპიონატზეც კარგად ჩანს. აღსანიშნავია , რომ გუშინდელი მატჩის შემდეგ შერმო ევრობასკეტის ისტორიაში საქართველოს საუკეთესო მექულეთა სიაში მე-3 ადგილზე გადავიდა!

