საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბილი ჯინ კინგის სახელობის თასის მეორე ლიგის ბოლო მატჩში ნორვეგია დაამარცხა და პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.
ნორვეგიის ნაკრებთან პირველ შეხვედრაში ზოზია ქარდავამ მატილდა ბურილოს ორ სეტში, 6:1, 6:2 მოუგო. მეორე მატჩში ზოზია ქარდავასა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილმა მალენ ჰელგოსა და ასტრიდ ვანია ბრუნ ოლსენის დუეტს 2:6, 6:4, 11:9 აჯობა. მარიამ ბოლქვაძისა და ოლსენის დაპირისპირებაში კი გამარჯვება ნორვეგიელს ჩაეწერა და საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ლიგაში ეს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება იყო. ქართველმა ჩოგბურთელებმა მანამდე ესტონეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კვიპროსი და ბულგარეთი დაამარცხეს.
18-08-2026 10:13
2 960
"მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კახა კალაძეს სპორტული ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ნათქვამზე?
ვრცლად
16-08-2026 07:32
191
უეფა-ს სუპერთასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
ვრცლად
15-08-2026 05:13
243
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
ვრცლად
19-07-2026 08:51
38
ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა
ვრცლად

