ზურიკო დავითაშვილმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა „სენტ-ეტიენში“, რომელმაც ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლავალი 2:1 დაამარცხა.
საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურის შეხვედრაში დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, 89 წუთი ითამაშა და ანგარიში მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც სტუმართა კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა.
სტუმრებმა 23-ე წუთზე ტომასის დარტყმით წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ შესვენებამდე (38), ბოაკიემ „სენტ-ეტიენი“ ისევ წინ გაიყვანა და როგორც გაირკვა, გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
„სენტ-ეტიენი“ 43 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერ „ტრუას“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.
ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე უკვე 11 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა და ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
წყარო: 1tv.ge-sport
ზურიკო, ზურიკო დავითაშვილი, დავითაშვილი, zuriko davitashvili, davitashvili
გაზიარება
მოინახულეს 88-ჯერ
16-07-2026 05:42
0
„გულდაწყვეტილი ვარ...“ - ილია თოფურიამ ამ თემაზე პირველად ისაუბრა
ვრცლად
22-06-2026 16:33
472
"მე არ ვაპირებ ამ დედა****ლი მანქანის მიღებას არმანისგან....", "ერთი სული მაქვს, როდის მიგბეგვავ" - არმან ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯის მანქანა უყიდა, თუმცა ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ვრცლად
19-06-2026 05:43
755
UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
ვრცლად
18-06-2026 14:50
604
რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა
ვრცლად

