სომხურ ფეხბურთში დიდი დაპირისპირებაა და ქვეყნის ჩემპიონის, "პიუნიკის" ყოფილმა პრეზიდენტმა არტურ სოგომონიანმა ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების პლეი-ოფის მატჩების წინ გულშემატკივრებს მიმართა.
"პატივცემულ გულშემატკივრებს და ყველას, რომელთათვისაც სულერთი არ არის სომხური ფეხბურთის მომავალი. მინდა რესპუბლიკაში სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოგმართოთ. სიტუაცია დიდი ხანია გასცდა პროფესიულ სპორტსა და საღ აზრს!
ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელებმა ფეხბურთი მუდმივი ჩხუბის არენად გადაქციეს და მზად არიან სავარძლების, უეფასა და ფიფას ფულადი შემოდინებების შესანრჩუნებლად ყველაფერზე წავიდნენ! არასასრურველი ინვესტორების განდევნის შემდეგ, ისინი ქომაგებს მიადგნენ.

ფიფას
მითითებით, სომეხ გულშემატკივართა ფან-მოძრაობის წევრებს აპატიმრებენ და სისხლის სამართლის საქმეებით მხოლოდ იმიტომ აშინებენ, რომ ისინი ითხოვენ ახსნას იმ დიდი რაოდენობის წარუმატებლობის მიზეზებზე, რაც სომხურ ფეხბურთში ბოლო წლებში მოხდა.
სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის მატჩის წინა დღეს დაუდევარმა ოფიციალურმა პირებმა ქართველი გულშემატკივრებისთვის უფრო მეტი ბილეთის გამოყოფით, ვიდრე სომხური ფანებისთვის (FAF და Red Eagles), კიდევ ერთი ვერაგული ნაბიჯი გადადგეს. მათ მატჩისას სომეხი ქომაგების ხმის ჩახშობის იმედი აქვთ. მინდა მივმართო ყველას, ვინც 20 მარტს, 19:00 საათზე რესპუბლიკურ სტადიონზე მისვლას გეგმავს.
მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს უშიშარ გულშემატკივრებთან, გავხდეთ ერთი მთლიანი და მხარი დავუჭიროთ მათ სომხური ფეხბურთის სიწმინდისა და მომავლისთვის სამართლიან ბრძოლის აქციაში! ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია! გადადგომა გარდაუვალია!!!", - დაწერა სოგომონიანმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე.

წყარო: sportall.ge
13-12-2025 05:14
1
მადრიდის "რეალმა" ვინისიუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ვრცლად
12-12-2025 10:06
4 356
პიოტრ იანს შესაძლოა საჩემპიონო ქამარი ჩამოართვან – ცნობილია ამის მიზეზი
ვრცლად
11-12-2025 19:32
262
რა მოხდა მაშინ, როდესაც ამერიკაში პირველად მიმავალი ლიანა ჯოჯუა, მერაბ დვალიშვილს ჩააბარეს? – ქართველი მებრძოლი სახალისო ისტორიას იხსენებს
ვრცლად
11-12-2025 11:10
6 863
"ეს რა გააკეთა ? " - ეგოისტი ბარკოლა და გაგიჟებული "პსჟ-ს" გულშემატკივარი (ვიდეო)
ვრცლად