პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ, ფრანგული პრესა აქტიურად წერდა, რომ პარიზელები ზაფხულში ვიქტორ ოსიმენსაც შეიძენდნენ და ნეაპოლური დუეტი აღდგებოდა. თუმცა, არსებობს საკმაოდ ობიექტური მოსაზრება, რომ ფრანგები ნიგერიელ ფორვარდს არ გაიფორმებენ და ამის მიზეზი ლუის ენრიკეა.
ბელგიელი ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს, რომ ლუის ენრიკეს ვიქტორ ოსიმენის ცხოვრების სტილი არ მოსწონს. ნიგერიელს ღამის კლუბებში გართობა უყვარს და ხშირად შარშიც ეხვევა ხოლმე.
ამ თემაზე რამდენიმე თვის წინ სამირ ნასრიმაც ისაუბრა:
„ლუის ენრიკემ ოსიმენის შეძენაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვა. მან უკვე დაბლოკა ვიქტორის ტრანსფერი. ამის მიზეზი ფეხბურთელის პირადი ცხოვრებაა, რომელიც ღამის წვეულებებს მოიცავს…“
წყარო : Crystalsport.ge
18-08-2026 10:13
2 960
"მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კახა კალაძეს სპორტული ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ნათქვამზე?
ვრცლად
16-08-2026 07:32
191
უეფა-ს სუპერთასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
ვრცლად
15-08-2026 05:13
243
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
ვრცლად
19-07-2026 08:51
38
ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა
ვრცლად

