ESPN Brazil-ის ცნობით, „პსჟ“ „რეალის“ ბრაზილიელი შემტევის, როდრიგოს შეძენითაა დაინტერესებული.
პარიზულმა კლუბმა უკვე გააკეთა პირველი ნაბიჯი და როდრიგოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მედიის ინფორმაციით, „რეალი“ მზად არის, განიხილოს მისთვის მიღებული შეთავაზებები. აქამდე 24 წლის ფეხბურთელით საუდის არაბეთის „ალ ნასრიც“ ინტერესდებოდა.
ამ სეზონში როდრიგომ ყველა ტურნირზე 51 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას შემდეგ, რაც მადრიდულ კლუბს ხაბი ალონსო ჩაუდგა სათავეში, ბრაზილიელი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება.
როდრიგო „რეალმა“ 2018 წელს „სანტოსისგან“ 45 მილიონ ევროდ შეიძინა. მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით, ამჟამად ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.
18-08-2026 10:13
2 960
"მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კახა კალაძეს სპორტული ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ნათქვამზე?
ვრცლად
16-08-2026 07:32
191
უეფა-ს სუპერთასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
ვრცლად
15-08-2026 05:13
243
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
ვრცლად
19-07-2026 08:51
38
ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა
ვრცლად

