Eagle Football Group-მა, რომლის მფლობელობაშიცაა „ლიონი“, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალში“ გადასვლის დეტალები გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა, რომ ესპანური კლუბის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია.
„ტრანსფერმარკტზე“ ბოლო განახლების შემდეგ მიქაუტაძის ტრანსფერის საბაზრო ღირებულებად 22 მილიონი ევროა მითითებული, ესპანურმა კლუბმა გარიგებაში 36 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ თანხაში შედის 5 მილიონი ევრო ბონუსების სახით. ამას გარდა, ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან „ლიონი“ 10%-ს მიიღებს.
ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი ყველაზე ძვირად ღირებული აღმოჩნდა ესპანური კლუბის ისტორიაში, რომელიც ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ევროპული ტიტულებიდან კი ერთხელ მოგებული აქვს ევროპა ლიგა (2020–21), ორჯერ – ინტერტოტოს თასი (2003, 2004 წლებში).
18-08-2026 10:13
2 960
"მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კახა კალაძეს სპორტული ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ნათქვამზე?
ვრცლად
16-08-2026 07:32
191
უეფა-ს სუპერთასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
ვრცლად
15-08-2026 05:13
243
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
ვრცლად
19-07-2026 08:51
38
ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა
ვრცლად

