"იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ ლისაბონის "სპორტინგთან" გამართულ პრესკონფერენციაზე ახალგაზრდა ქენან ილდიზზე ისაუბრა და ის ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.
„ილდიზს ვკითხე, რომელ პოზიციაზე ურჩევნია თამაში. მან მითხრა, რომ მარცხენა ფლანგზე დაწყება და შემდეგ ცენტრისკენ შესვლა უყვარს — ეს იდეალურად შეესაბამება ჩემს ხედვას. მისი საუკეთესო პოზიცია მეორე ფორვარდია ან გარემარბი.
ტექნიკური უნარებით ქენანი ხვიჩა კვარაცხელიასა და ანტონიო დი ნატალეს მაგონებს. ასეთი ფეხბურთელები მხოლოდ თამაშებზე კი არა, ვარჯიშებზეც ბრწყინავენ,“ — განაცხადა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსისა" და "სპორტინგის" დაპირისპირება დღეს, 4 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე დაიწყება.
19-07-2026 08:51
0
ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა
ვრცლად
16-07-2026 05:42
93
„გულდაწყვეტილი ვარ...“ - ილია თოფურიამ ამ თემაზე პირველად ისაუბრა
ვრცლად
22-06-2026 16:33
477
"მე არ ვაპირებ ამ დედა****ლი მანქანის მიღებას არმანისგან....", "ერთი სული მაქვს, როდის მიგბეგვავ" - არმან ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯის მანქანა უყიდა, თუმცა ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ვრცლად
19-06-2026 05:43
761
UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
ვრცლად

