2025 წლის ნოემბრის სანაკრებო პაუზამდე რამდენიმე დღით ადრე, ესპანეთის ნაკრებმა ტრავმის გამო ლამინ იამალი დაკარგა.
მომხდარს მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იამალის დაზიანება მისთვის სრულიად მოულოდნელი იყო:
„იამალის ტრავმით შოკირებული ვარ — მსგავსი რამ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში არასდროს მომხდარა. არ გვქონია არანაირი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, მოულოდნელად მითხრეს, რომ პრობლემები აღმოაჩნდა,“ — განაცხადა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება შაბათს შედგება და 21:00 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ 4 ტურის შემდეგ ესპანეთის ნაკრებს 12 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ თურქეთის ნაკრებს 9 , მესამეზე ჩვენ ვართ 3 ქულით, ბოლო ადგილზე კი უქულო ბულგარეთია.
საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებთან თამაშს ასევე ისეთი ლიდერების გარეშე ხვდება როგორებიც მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, ქოჩორაშვილი და კაკაბაძე არიან.

