დღის ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს


8-12-2025, 08:21

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, საქართველოს ნაკრების და „უოტფორდის“ ერთ-ერთი ლიდერი ვარჯიშს 8 დეკემბერს განაახლებს – ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.


ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძე მოედანს ნოემბერში დაუბრუნდა. ჩემპიონშიფში პრესტონთან“ და „ბირმინგემთან“ შეცვლაზე ითამაშა, 6 დეკემბერს კი „ნორვიჩთან“ „უოტფორდის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო.


მატჩის 30-ე წუთზე „ნორვიჩის“ მეკარე ვლადან კოვაჩევიჩთან შეჯახების შემდეგ, ჩაკვეტაძე მუხლის დაჟეჟილობის გამო შეცვალეს. გუნდის მწვრთნელმა ხავი გრასიამ განაცხადა, რომ ნახევარმცველს „შეფილდ უენსდეისთან“ მატჩამდე გამოკვლევები ჩაუტარდებოდა.


GEO TEAM-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის, ჩაკვეტაძე ვარჯიშს 8 დეკემბერს განაახლებს და მომდევნო მატჩისთვის მოემზადება.




  • გიორგი ჩაკვეტაძე, ჩაკვეტაძე, უოტფორდი, chakvetadze, giorgi chakvetadze
    გაზიარება
    მოინახულეს 1 951-ჯერ
    რეკლამა