CaughtOffside-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის დამატებას განიხილავს. ნეაპოლიტანური კლუბის ინტერესთა სფეროში კიევის „დინამოს“ საკუთრებაში მყოფი და „მეცში“ იჯარით მოთამაშე გიორგი წიტაიშვილი მოხვდა.
წყაროს ცნობით, 25 წლის ქართველი გარემარბი „ჰაიდუკის“ 19 წლის მცველ ბრანიმირ მლაჩიჩთან ერთად „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის, ჯოვანი მანას სიაშია და არ არის გამორიცხული, მის ტრანსფერზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყოს.
იტალიის მოქმედი ჩემპიონები წიტაიშვილის თამაშს კვლავ ყურადღებით აკვირდებიან. ამასთან, კლუბს კარგად იცნობს ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი, რაც შესაძლო ტრანსფერს დამატებით ამარტივებს.
შეგახსენებთ, რომ Foot Mercato-მ გუშინ დაწერა — გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს „ვილიარეალი“, „ლიონი“, „ლილი“ და „ლაციო“ იჩენენ.
ნაპოლი, გიორგი წიტაიშვილი, წიტაიშვილი, მამუკა ჯუღელი, ჯუღელი, napoli, giorgi tsitaishvili, tsitaishvili, mamuka jugeli, jugeli

