9 შეჯიბრი, 9 მოგება (აქედან 8 იპონით) - ამ შედეგით ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო. 2025 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული იმითაც აღმოჩნდა, რომ გუნდურ (გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა ბექაური, მარიამ ჭანტურია, მიხეილ ბახბახაშვილი, სოფიო სომხიშვილი) შეჯიბრში საქართველო მსოფლიო ჩემპიონი პირველად გახდა და იაპონელების 7-წლიანი ჰეგემონია დასრულდა! ამ გამარჯვებაში დიდია ეთოს წვლილიც. მის განვლილ გზას თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ პირველობა ეთოს სპორტულ ბიოგრაფიას თან სდევს.
8 წლის ცელქი გოგონა, უზომოდ დიდი ენერგიით, ლენტეხის სავარჯიშო დარბაზში რომ მივიდა, 100 ბიჭს შორის ერთადერთი გოგო იყო. მალე მიხვდა, რომ ეს საქმე მხოლოდ გართობა აღარ იყო, მისი ცხოვრების მთავარი მიზნები ძიუდოს უკავშირდებოდა და მისი თავგადასავალიც ტატამზე ასე დაიწყო.
- ჩემპიონო, ამ დიდ წარმატებას გილოცავთ, მადლობა სიხარულისთვის!
- დიდი მადლობა! ამაზე კარგი არაფერია, როდესაც შენი შრომა და წვალება გიფასდება. მიხარია საქართველოს ჰიმნის აჟღერება, ჩემი ქვეყნის დროშის მაღლა აწევა, ქართველი გულშემატკივრის გახარება რომ შევძელი. უდიდესი ბედნიერებაა ისიც, რომ ჩემი ოჯახი ძალიან გავახარე.
- იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ იმარჯვებ, 9 შეხვედრა გქონდათ, 9 მოგება, აქედან 8 იპონით (წმინდა გამარჯვება). ასეთ ტრიუმფს ელოდით?
- რა თქმა უნდა, ველოდი, ყველაფერი გავაკეთე, ეს რომ მომხდარიყო, მიღწეული წარმატება უდიდესი და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
03-06-2026 06:57
0
41 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
ვრცლად
02-06-2026 06:47
692
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ დროისთვის - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია და ვინ ფასობს ყველაზე ძვირად?
ვრცლად
31-05-2026 09:17
352
რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად ეპასუხა კითხვაზე
ვრცლად
31-05-2026 08:35
1 360
"პსჟ-ს ვარსკვლავი სჭირდებოდა და ის აქ არის, პსჟ-ს ლიდერი სჭირდებოდა და ის აქ არის... მიეცით ოქროს ბურთი" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფინალური მატჩის შემდეგ
ვრცლად
