ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ „ბარსელონას“ 18 წლის ნახევარმცველის, პედრო ფერნანდესის ტრანსფერთან ძალიან ახლოსაა.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდს უკვე აცნობა, რომ კარიერის გაგრძელება პარიზში სურს და „პარკ დე პრენსის“ ბინადრებთან პირადი კონტრაქტის პირობებიც შეთანხმებულია.
წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბი ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხად 6 მილიონ ევროს გადაიხდის და უახლოეს პერიოდში ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს.
ცნობისთვის, პედრო ფერნანდესი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
ასევე იხილეთ: სამწუხარო ინფორმაცია პსჟ-ს ქომაგებისთვის
03-06-2026 06:57
0
41 წლის ასაკში საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა
ვრცლად
02-06-2026 06:47
692
ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ამ დროისთვის - რომელ ადგილზეა ხვიჩა კვარაცხელია და ვინ ფასობს ყველაზე ძვირად?
ვრცლად
31-05-2026 09:17
352
რა უპასუხა ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტს, რომელმაც სთხოვა რომ რუსულად ეპასუხა კითხვაზე
ვრცლად
31-05-2026 08:35
1 360
"პსჟ-ს ვარსკვლავი სჭირდებოდა და ის აქ არის, პსჟ-ს ლიდერი სჭირდებოდა და ის აქ არის... მიეცით ოქროს ბურთი" - რას წერენ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფინალური მატჩის შემდეგ
ვრცლად

