ერთა ლიგის B ჯგუფში დასარჩენი დაპირისპირების პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად 3-0 დაამარცხა სომხეთის ნაკრები.
მიუხედავად იმის, რომ ჩვენი ნაკრები სტუმრად თამაშობდა ტრიბუნებზე ძალიან ბევრი ქართველი იმყოფებოდა და ტელევიზორშიც კარგად ისმოდა მათი მხარდაჭერა.
აღნიშნულ ფაქტს დგილობრივი ფან-მოძრაობის (FAF) დამფუძნებელი სერგეი ჯანჯოიანი გამოეხმაურა, რომელიც მიიჩნევს, რომ სტუმრებს მასპინძელ ფანებზე გაცილებით მეტი ბილეთი გამოუყვეს.
"ვინ უნდა იყოთ, რომ საკუთარი ნაკრების წინააღმდეგ ასეთ ყველაზე უკიდურეს ზომებებზე წახვიდეთ. ბილეთები ისე გაყიდოთ, რომ ტრიბუნებზე მეტოქის ასობით და ათასობით ქომაგი იყოს. ეს იმ დროს, როდესაც გუნდი, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო მდგომარეობაში არ იმყოფება და არენაზე ძლიერი ატმოსფეროს შექმნას უნდა შეუწყოთ ხელი.
ეს სამარცხვინო ვითარება ყოველთვის ემახსოვრებათ და მომავალი ხელმძღვანელებისთვის მაგალითი უნდა გახდეს. ამ დამცირებისთვის სომხეთის ფეხბურთის
ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს და სრული შემადგენლობით გადადგეს", - წერს ჯანჯოიანი თავის "ფეისბუქის" გვერდზე.
18-08-2026 10:13
2 960
"მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კახა კალაძეს სპორტული ჟურნალისტის, ნობელ არუსტამიანის ნათქვამზე?
ვრცლად
16-08-2026 07:32
191
უეფა-ს სუპერთასის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ „ოქროს ბურთის“ რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა
ვრცლად
15-08-2026 05:13
243
ცნობილი გახდა კვარაცხელიას ახალი აგენტის ვინაობა
ვრცლად
19-07-2026 08:51
38
ლუის დე ლა ფუენტე – მიმაჩნია, რომ ფინალში თამაში ნამდვილი ფუფუნებაა
ვრცლად

