ესპანური გამოცემა „მარკას“ ინფორმაციით, პსჟ მადრიდის „რეალის“ 22 წლის ნახევარმცველის, ედუარდუ კამავინგას შეძენით არის დაინტერესებული.
ფრანგი ფეხბურთელის დამატება გუნდის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს სურს, რომელიც მიიჩნევს, რომ კამავინგა პარიზელთა ნახევარდაცვის გამაგრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თუმცა, პრობლემა ფეხბურთელის ხშირი ტრავმებია – გასულ სეზონში მან დაზიანებების გამო 159 დღე გამოტოვა.
კამავინგას მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2029 წლამდეა ძალაში. ავტორიტეტული პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.
მიმდინარე ეტაპზე ედუარდუ კამავინგამ „ბლანკოსის“ მაისურით 111 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, იქ მის ანგარიშზე 24 მატჩში 2 გოლია დაფიქსირებული.
16-07-2026 05:42
0
„გულდაწყვეტილი ვარ...“ - ილია თოფურიამ ამ თემაზე პირველად ისაუბრა
ვრცლად
22-06-2026 16:33
472
"მე არ ვაპირებ ამ დედა****ლი მანქანის მიღებას არმანისგან....", "ერთი სული მაქვს, როდის მიგბეგვავ" - არმან ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯის მანქანა უყიდა, თუმცა ამის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ვრცლად
19-06-2026 05:43
755
UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის სკანდალური განაცხადი - რას წერს უცხოური მედია
ვრცლად
18-06-2026 14:50
604
რა დაწერა თოფურიას ყოფილმა ცოლმა, რაც ყველამ ილიას მიმართ ირონიად აღიქვა
ვრცლად

